„სიყვარულის გოგოა მარიკუნა“ – მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის ფოტოებს აქვეყნებს

202

მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის გარდაცვლილი ქალიშვილის, მარიკუნა მიქატაძის შვილი დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ირინა ქიქოძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც მარიკუნა მიქატაძე თოვლშია გადაღებული. ირინა ასევე აქვეყნებს ბავშვობაში, დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

ფოტო და ვიდეოკადრებს სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციურად ეხმიანებიან:

„მინდა რომ გამაგრდე და ყველაფერს გაუძლო, შენ ხომ მარიკუნას შვილი ხარ“..

„სიყვარულის გოგოა მარიკუნა“..
ცნობისათვის, მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.