„ამაზე მაგარ საჩუქარს ალბათ ვერც მოვიფიქრებდი…“

245

მომღერალ, ნინი შერმადინის შვილი, მარიამ ციცაგი იუბილარია.

მარიამს 15 წელი შეუსრულდა. ნინი სოციალურ ქსელში წერს და შვილს იუბილეს განსაკუთრებულად ულოცავს.

„2008 წლის 18 ივლისს, დილის 8 საათზე ღმერთმა ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი მაჩუქა. ასე მგონია გუშინ დაიბადა და დღეს 15 წლის გახდა მარიამო. მინდოდა განსაკუთრებულად მიმელოცა და ამაზე მაგარ საჩუქარს ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. გილოცავ დე! მიყვარხარ ყველაზე და ყველაზე მეტად! ბედნიერი მყავდი! უღრმესი მადლობა მეგობრებო მიყვარხართ“ – წერს ნინი.