“პირველად ჩემს ცხოვრებაში ვნახე ზღაპარი თუშეთი და შესამკობ სიტყვებს ვერ ვპოულობდი” (ვიდეო)

ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“პირველად ჩემს ცხოვრებაში ვნახე ზღაპარი თუშეთი და შესამკობ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, ყველა სიტყვა თუშეთის წინაშე ფერმკრთალდება…
ამიტომ, როცა მეკითხებიან, როგორი იყო თუშეთი, მე დუმილში აღმომხდება ხოლმე “ღვთაებრივი” …
მე და უნიჭიერესმა გიტარისტმა, გიორგი ფხალაძემ, ჩვენი შემოქმედებით მოვეფერეთ ომალოს, უტკბილეს თუშებს და ჩვენი საყვარელი ლელა თათარაიძის “რა ლამაზია თუშეთიც” მორიდებით შევძახე, იმედი მაქვს, კიდევ მომეცემა შანსი, რომ წავიდე და ვიმღერო საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში 💚💚💚
მადლობა ჩვენს მუსიკალურ ქარავანს ამ მოგზაურობისთვის” – წერს ბაშარული. 
https://www.facebook.com/watch?v=208938095475435
ასევე იხილეთ