“მე მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც ვერ გავაკეთე, ალბათ იმიტომ რომ მაშინ იქით ვიყავი მოსავლელი”

178

გუკა რჩეულიშვილი ლევან დობორჯგინიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

”არც კი ვიცი ლევანზე რა დავწერო, 22 წლის წინ გასეირნება ყარაბახის კასტინგზე რომ მოვიდა, ერთი შეხედვით მივხდით მეც და კოროც რომ მასში ვარსკვლავი ანათებდა, თან ისეთი კაშკაშა სუპერნოვა რომ ხშირად ადამიანის სხეული ამას ვერ უძლებს. შემდეგ უამრავი ფილმი გავაკეთეთ ერთად, ვიმეგობრეთ, ვიარეთ, ვიმოგზაურეთ როგორც ჩვენი ფილმის გმირებმა. რაღაც მომენტში ჩვენი გზები გაიყარა ალბათ ეს არცერთის ბრალი არ იყო, მაგრამ მე მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს  რაღაც ვერ გავაკეთე, ალბათ იმიტომ რომ მაშინ იქით ვიყავი მოსავლელი. უკიდეგანოდ დადებითი და დაკარგული კაცი იყო ლევანი. სამწუხაროდ მასაც იმ გზის გავლა მოუწია რომლასაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს თავის განსაკუთრებულად ნიჭიერ შვილებს. ❤️❤️❤️”