“გიორგი გავწმინდე, ჯადო მოვუხსენი ვიღაც ქალისგან გაკეთებული…”

367

მსახიობ გიორგი ყიფშიძის ყოფილმა ცოლმა, ენი გასიევამ, გადაცემა ,,ია ფარულავას კონვერტში” ისაუბრა იმაზე, რომ ეზოთერიკით ბავშვობიდან არის  გატაცებული, გარკვეული რიტუალები შეისწავლა და ახლა ადამიანების ენერგეტიკულად გაწმენდა შეუძლია.

„დედაჩემს ჰყავდა მეგობარი ქალი, რომელიც ბევრ რამეს აკეთებდა, ყავაშიც იხედებოდა, ნახულობდა, „თვალი“ გქონდა თუ არა… დედას მასთან ხშირად მივყავდი. შემოგვთავაზა, დამიტოვე ენი და მე რაც ვიცი, ვასწავლიო, მაგრამ მასთან ვერ დავრჩი…

12 წლის ასაკიდან დავიწყე გრიმუარების (გრიმუარი ან გრიმორია – წიგნი, რომელიც აღწერს მაგიურ პროცედურებს და შელოცვებს სულების გამოძახების მიზნით, ან წიგნი რომელიც შეიცავს სხვა რომელიმე ჯადოსნურ რეცეპტებს. ასეთი წიგნები ჩვეულებრივ შეიცავენ ინფორმაციას სხვადასხვა ჯადოსნური ნივთების, ისეთების, როგორებიც თილისმები ან ამულეტებია, დამზადების შესახებ, რედ.შენ.) წერა. მანამდე ჯერ გადავახარისხე, რა მუშაობდა, რა – არა, რა იყო კარგი… მერე გრიმუარები შევქმენი.

დღესდღეობით მაქვს დარჩენილი (სხვა გრიმუარები, სამწუხაროდ, გავანადგურე), არის მანდალებივით ტიპები, რომლებისგანაც იმუხტები, იღებ ენერგიას, ყველა სხვადასხვა რაღაცაზე მუშაობს. მე მხოლოდ დადებით ენერგიებს ვეხები. ჩემთვის არის მხოლოდ ქრისტიანობა და ვაიშნავები (ინდუიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ინდოეთში, რედ.შენ.), რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ორივე სიყვარულს ქადაგებს. სადაც სიყვარულია მამოძრავებელი ძალა, ჩემთვის ეს არის პირველი…

მე ვარ მთლიანად ენერგეტიკებზე – ენერგეტიკული წმენდა, ენერგეტიკული დამუხტვა, ჯადოს მოშორება, თვალის მოშორება, ჯადოს მოშორება… ჯადოს გაკეთება იცი, მაგრამ ამას ან იყენებ, ან არა. მე არასოდეს ვიყენებ. გიორგი გავწმინდე, ჯადო მოვუხსენი ვიღაც ქალისგან გაკეთებული… გაწმენდის შემდეგ მოვლენები ჩქარდება. თუ ცუდი უნდა მოხდეს, მალე ხდება, თუ კარგი უნდა მოხდეს, მალე ხდება. თუ დასაკარგია ადამიანი, ეგრევე კარგავ…

დიდი ხანია, ფულით არაფერი გამიკეთებია. თუ ვინმეს რამეს გავუკეთებ, 10 თეთრს ვთხოვ, რომ ჩემთან ვალში არ იყოს და ზოგჯერ ისიც დამიბრუნებია, _ ყვება გადაცემაში ენი და იქვე აღნიშნავს, რომ ნათელმხილველობის ნიჭიც აქვს, ოღონდ მაშინ, როცა ვინმე უნდა გარდაიცვალოს. ბაბუამისის გარდაცვალება წინასწარ იგრძნო, ასევე რამდენიმე ახლობლის დაკარგვა“, – თქვა ენიმ.