ემოციური ისტორია, რომელიც აგატირებთ – ფრანგულის პედაგოგი, რომელსაც პარიზი არ უნახავს, საფრანგეთში იმოგზაურებს (ვიდეო)

318

ფრანგულის პედაგოგი სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც პარიზი არ უნახავს, საფრანგეთში იმოგზაურებს. ეთერ აფრიანიშვილის პარიზში მოგზაურობას საქართველოს საელჩო დააფინანსებს.

სატელევიზიო გადაცემაში მან ისაუბრა, თუ როგორ გადაწყვიტა ფრანგული ენის პედაგოგობა. მიუხედავად იმისა, რომ მას საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ძალიან უყვარს, თავად ქვეყანაში არასდროს იყო ნამყოფი. ეს ოცნება კი მას სულ მალე აუხდება.

როგორც ეთერი ამბობს, იგი საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ პირველად ლევილის მამულებს ნახავს, სადაც ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც მას თავიდან ფრანგული შეაყვარეს.