ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ ტელეკომპანია „იმე­დი“ და­ტო­ვა

199

ახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ ტელეკომპანია „იმე­დი“ და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვანი Instagram-ზე წერს.

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორი­ვე გა­და­ცე­მა „მე­ლო­მა­ნიც“ და „დი­ლის შოუც“ რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი იყო და მა­შინ დას­რულ­და, რო­დე­საც პიკ­ში იყო.

„ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ერთი ან ორი წელი ვი­მუ­შა­ვებ­დი იქ და მერე ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას თუ გა­მოც­დას სხვა პრო­ფე­სი­ებ­ში. გა­მიგ­რძელ­და… გა­მიგ­რძელ­და, იმი­ტომ რომ, შე­მიყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი და გუნ­დი, ვის­თან ერ­თა­დაც ამ გა­და­ცე­მებს ვა­კე­თებ­დი.

შე­მიყ­ვარ­და პრო­ცე­სი, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სოც ქსე­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში თუ ყველ­გან, უდი­დეს სიყ­ვა­რულს და სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბის თუ ჩემს მი­მართ. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა და და­მაკ­ლდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ვთვლი რომ ახლა ასეა სწო­რი. მო­ვი­და სი­ახ­ლე­ე­ბის დრო, ამი­ტომ ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში, გა­დავ­წყვი­ტე რომ ეს ჩემი ბოლო სე­ზო­ნი იქ­ნე­ბო­და.

ცხა­დია, წი­ნას­წარ შე­ვა­ტყო­ბი­ნე და ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლე. ამი­ტომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ვის­თვის არ იქ­ნე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს ჩემ­გან მად­ლო­ბას, ხოდა უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ხელი შე­მი­წყო და და­მეხ­მა­რა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­კე­თე­ბი­ნა ის რაც მინ­დო­და და ისე რო­გორც მინ­დო­და. ჩემს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­გარ გუნდს დიდი მად­ლო­ბა, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ძვირ­ფას მა­ყუ­რე­ბელს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­გიც იყო და ცუ­დიც, სი­ხა­რუ­ლიც და ნერ­ვი­უ­ლო­ბაც , მაგ­რამ აქ­ცენტს კარ­გზე ვა­კე­თე, რად­გან, დიდი წილი, და­დე­ბი­თი მო­გო­ნე­ბა მო­მაქვს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან.

სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, თუმ­ცა მა­ინც დავ­წერ რომ ჩემი აზ­რით, ორ ძა­ლი­ან კარგ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დით ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში – “დი­ლის შოუს” და “ მე­ლო­მანს ” ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნით, ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ, შევ­კა­რით, და­ვა­ლა­გეთ. და­აგ­ვიმ­ტკი­ცეს და ჩვენ­ვე გან­ვა­ხო­ცი­ე­ლეთ. ამი­ტომ, გა­საკ­ვი­რი არც არის რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­გი გვაქვს ამ პრო­ექ­ტებ­ზე და მარ­თლა შვი­ლი­ვით ვუვ­ლი­დით და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით ორი­ვე გა­და­ცე­მას.

ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვართ ამა­ყე­ბი ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბით, სტუმ­რე­ბით, აღ­მო­ჩე­ნე­ბით, რთუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, რე­კორ­დუ­ლი და მზარ­დი რე­ი­ტინ­გით, მუდ­მი­ვი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით… მოკ­ლედ, კარ­გი იყო რაც იყო… რე­ი­ტინ­გის პიკ­ში სა­ნამ არის, მა­შინ რომ დას­რულ­და, ესეც რა­ღაც მხრივ მა­გა­რია. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა სულ ყვე­ლას. მთე­ლი გუ­ლით წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ. მეც მი­სურ­ვეთ, აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ჭირ­დე­ბა და გა­მო­მად­გე­ბა ახალ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. რო­გორც მიხ­ვდით, ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან ამ ეტაპ­ზე დას­ვე­ნე­ბას ვა­პი­რებ. ამი­ტომ რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი არ ვიცი, ვნა­ხოთ. ისე, მხო­ლოდ წინ და წინ“, – წერს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე.