ჟურნალლისტი მერაბ მეტრეველი დავით დარჩიაშვილის ფეისბუქ-პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ადამიანი დახვრიტეს ინფორმაციის საფუძველზე, რომ გამცემი იყო. ანუ ტიპს არამხოლოდ სასამართლოს გარეშე გამოუტანეს განაჩენი, არამედ გამოძიების გარეშეც.
იქნებ, ეს ინფორმაცია მცდარი იყო? ამას არცერთი ნაცი არ უშვებს. რადგან მათმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ მოღალატე იყო, რაღა საჭიროა გამოძიება და სასამართლო? რასტრელიაწ ბეზ სუდ ი სლედსტვია! – სინამდვილეში ესაა “პროდასავლური ნაცების” ფილოსოფია.
ეს სქრინი შემონხვდა აქ. მაგრამ ეს მარტო დარჩიაშვილის აზრი არაა. სინამდვილეში ყველა ნაცი ასე ფიქრობს. მერე რა, რომ ამ ქვეყანაში დახვრეტა გაუქმებულია და დამნაშავესაც აქვს სასამრთლოს უფოება. ომი იყო და ომში ასე ხდებაო, გიპასუხებენ. აგერ თურმე ფეოდალურ საქართველოში საერთოდ კლდიდან ყრიდნენ მოღალატეებს“ – წერს მეტრეველი.
თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.