“შენ ხმას როგორ იღებ?! შენ რეებზე ლაპარაკობ, ბიჭო?!“

405

„შენ რომ დაიჯერე რაღაცეები, გგონია ჩვენც გვჯერა  და შენსავით ილუზიებში ვცხოვრობთ?!“ – პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტს ეხმიანება:

„დემოკრატიის შუქურა❓😂

      ძლიერი პოლიტიკოსი❓😪

      ადამიანი❓🙃

    ყველაზე  მეტად რაც ანგრევს პოლიტიკოსს, ეს გაუწონასწორებლობა და არაადეკვატურობაა, რაც ხშირ შემთხვევაში ფსიქიკურ აშლილობაში გადადის და მსხვერპლს,  მისი ავადმყოფი გონების  მიერ შექმნილ – ილუზორულ სამყაროში აცხოვრებს.

   არ ვიცი რატომ გაიმეტეს ასე “ კუკლავოდებმა”  მიშა-?!

   … მესმის, რომ პროექტი ჩაეშალათ, ვერ იშუქურა, ვერ გაქაჩა  სამშობლოს ღალატით მოპოვებული ლიდერობა! 

    მაგრამ თავად მიშა რატომ ვერ ხვდება, რომ მათი ხელიდან განწირულია და არცერთი ფორმატის  პროექტს აღარ ერგება.

   ახლაც არ ჩერდება! ახლაც არ იშლის საკუთარი თავის დასამარებით, არაადამიანურობით,  ავანტიურებით, ლობისტური ჯგუფების დაფინანსებით, 11000 $_ ად ნაყიდი სამშობლოს მოღალატეებით, პოლიტიკური წყლის ზედაპირზე , “ იმნაირად”,  ტივტივის მცდელობას!

   1. ბათუმი ავაშენეო…

ჰო, გვახსოვს, როგორ ურიგებდი თურქებს საქართველოს მოქალაქეობას! როგორ მიყიდე ბათუმის ისტორიული უბნები თურქებს! როგორ ართმევდი  იძულებით, მუქარით, იარაღის ქვეშ, აჭარის მკვიდრ მოსახლეობას, მიწებს და ღამე აფორმებდი ღორძაღლების სახელზე! 

   გვახსოვს, შე საცოდაო! გვახსოვს!

     2. პოლიცია მე შევქმენიო, საამაყო პოლიციაო!

  პო, ეგეც გვახსოვს, 

   შენი პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ, ღამით, სასაფლაოზე ნაწამები  და მოკლულო სანდრო გირგვლიანი.

   შენი პოლიციელების მიერ მოკლული, ხელებაწეული 19 წლის ბუტა რობაქიძე.

  შენი პოლიციელის მიერ, საკუთარ სახლთნ, მანქანაში ჩაცხრილული  უმაგრესი ვაჟკაცი და ქართველი- გიო გამცემლიძე.

   შენი პოლიციელების მიერ, ავტოსადგურში, მიწაზე დაყრილი აჭარელი ბიჭების ლიკვიდაცია!

  შენი პოლიციელები! შენი საამაყო პოლიციელები!

მკვლელები!

მაოხრებლები!

ღორძაღლები!

შენ ხმას როგორ იღებ?!

შენ რეებზე ლაპარაკობ, ბიჭო?!

შენ რომ დაიჯერე რაღაცეები, გგონია ჩვენც გვჯერა  და შენსავით ილუზიებში ვცხოვრობთ?!

შე მართლა ღორძაღლო! ღორძაღლის გაჩენილო! ღორძაღლის ხელისბიჭო!

   ფუი,  შენი ღორძაღლური ცხოვრება რა ვთქვა…“ – წერს ხათუნა ხოფერია.