“მადლობა უშიშარ რაჭველ ბიჭებს და ონის საავადმყოფოს პერსონალს, მთელი ცხოვრება გამყვება მათი ამაგი, ლამის გული ამოიღეს და მოგვცეს”

247

მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე, რომელმაც შოვში ნამდვილ ჯოჯოხეთს უყურა საკუთარი თვალებით, მადლობას უხდის რაჭველ ბიჭებს, ონის საავადმყოფოს პერსონალს.

“მეგობრებო, ნაცნობებო უცნობებო თითოეულ თქვენგანს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ უამრავი შეტყობინება და ზარი შემომდის ყოველწამს და დროულად ვერ ვახერხებ პასუხის დაბრუნებას.

მადლობა ხალხნო გვერდში დგომისათვის, თბილის სიტყვებისა და სურვილებისათვის. ვერცერთი ფოტო და ვიდეო მასალა ვერ აღწერს იმას,  რაც მე და ჩემმა ოჯახმა გადავიტანეთ გუშინ. ნელ-ნელა მოვდივართ გონს და რაც მთავარია ცოცხლები ვართ. ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას მოკითხვისა და დახმარებისათვის.

მადლობა უშიშარ რაჭველ ბიჭებს და ონის საავადმყოფოს პერსონალს. მთელი ცხოვრება გამყვება მათი ამაგი, ხალხნო ლამის გული ამოიღეს და მოგვცეს. მიყვახართ ძალიან და კიდევ მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ამ გასაჭირში თუნდაც სიტყვით გვერდით დაგვიდგა”, – წერს მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე.

No description available.