„არცერთ მაღაზიაში ფულს არ გვართმევენ… რაჭველები ყოფილან ხალხი, რა დღეში არიან და…“ – როგორ ხვდებიან რაჭაში მაშველებს

164

ფეისბუკგვერდი ერთ-ერთი მოქალაქის – რუსკა შაყულაშვილის მონაწერებს აქვეყნებს, სადაც მისი მეხანძრე-მაშველი ძმა რაჭველი ხალხის სიკეთესა და სიძლიერეზე საუბრობს:

„ჩემი მაშველი ძმა იწერებოდა დღეს რაჭველებზე. ასეთ ვითარებაშიც რომ შეძლებს ადამიანი ადამიანად დარჩენას, ალბათ, ამ დროს ვხვდებით, როგორი ძვირფასია მეორე ადამიანის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში.

სინამდვილეში, ჩვენ ისე გვჭირდება ერთმანეთი როგორც ჰაერი, წყალი, მზე და ა.შ. ამიტომ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე,“ – წერს მოქალაქე.

მის მიერ გავრცელებულ სქრინებში კი ვკითხულობთ:

„რაჭველები ხალხი ყოფილა, ძმაო, ალბათ ყველაზე მაგარი ხალხია“.

„არცერთ მაღაზიაში ფულს არ გვართმევენ“.

„ქათმებს დავკლავო, ხორცი მაქვს, ხილის არაყიო“..

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს  საქართველოში გლოვის დღეა.