ეს ჩვენი მოვალეობაა – ვინ არის თელაველი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც შოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს?

378

თელაველმა ახალგაზრდებმა შოვის სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად, საკუთარი ინიციატივით შეგროვილი პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს.

ახალგაზრდებმა დახმარება საკუთარი დანაზოგითა და თელავში მცხოვრები მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერით შეიძინეს.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, დინა ნაწიფაშვილის განმარტებით, ჯგუფი უკვე შოვშია და მალე დახმარების განაწილების პროცესი დაიწყება.

ყველასთვის გვაქვს შეძენილი პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და ისეთი ნივთები, რაც აუცილებლად საჭიროა, როგორც დაზარალებულების, ასევე მაშველებისა და მოხალისეებისთვისაც. თანხა ყველამ გავიღეთ, რაც შეგვეძლო, დაინტერესებული ადამიანებიც გვირიცხავდნენ. უკვე ადგილზე ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს, ის გოგონაც მოვინახულოთ, რომლის მარტოხელა დედასაც ამ დრომდე ეძებენ“, – განაცხადა ნაწიფაშვილმა.