“მშობელმა შვილის გარდაცვალება არ უნდა ნახოს…”

254

მიყვარხარ მამა! ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი მაინც შენი სიყვარულია, – ნანუკა გულუას მამის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.

„დღეს 4 წელი გავიდა, რაც შენ აღარ გვყავხარ, ხელმწიფევ… ის შენი ტკივილი და ტანჯვა შენი კარგად ყოფნის პერიოდს მავიწყებს, შენი ბოლო დღეების გახსენება კიდევ სულ დაბლოკილი მაქვს, ანუ მუდმივად ვებრძვი შენზე ფიქრს… ცარიელი ვარ, მამა მინდა! მინდა ნინას იცნობდე, მინდა ჩემს მეორე შვილს ბედნიერი ელოდებოდე… მინდა ყველა ერთად ვიყოთ ჩვენს დიდ სახლში, მინდა ისევ ჩვენი მხიარული ხმაური იკლებდეს უბანს… მიყვარხარ მამა! ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი მაინც შენი სიყვარულია…და მაინც, მიუხედავად ამ სიცარიელის და გაუსაძლისი ტკივილის არცერთმა მშობელმა შვილის გარდაცვალება არ უნდა ნახოს… ყველა მშობელს უნდა ჰყავდეს შვილი ჯანმრთელი!“ – წერს ნანუკა გულუა.