პალატიდან საკუთარი ფეხით გამოვიდა და შოვში დაბრუნდა, დაკარგულების მოსაძებნად… – ემოციური ისტორია მაშველზე
სოციალური ქსელის მომხმარებელი სვეტლანა სინა ფეისბუკში აქვეყნებს ინფორმაციას მაშველის შესახებ, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობს.
როგორც პოსტის ავტორი წერს მაშველმა ზურა კალანდაძე, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, კვლავ სტიქიის ზონაში დაბრუნდა:
„გაიცანით – ზურა კალანდაძე, მაშველი შოვიდან. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. თბილისში, საავადმყოფოში სასწრაფოდ ჩამოიყვანეს ვერტმფრენით. საავადმყოფოში 2 საათი იწვა, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარეს, შემდეგ კი პალატიდან საკუთარი ფეხით გამოვიდა და შოვში დაბრუნდა, დაკარგულების მოსაძებნად. დაუჯერებელია, ხომ? გმირია. ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო. ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.