„კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე აქ არის.. ერთი კარგი ამბავი – ის არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის საშიშია“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ქვეშტამის – EG.5-ის გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გიორგი ფხაკაძე ავრცელებს კოვიდის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით The New York Times-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ომიკრონის“ ქვეშტამი EG.5 სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის უფრო საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები“.
„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.