“ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი, მე ვისაც შევხვედრივარ…“

441

მომღერალი მაია ჯაბუა გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა. მომღერალმა მეუღლესთან, ვახტანგ ქუთათელაძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

„საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხომ იცით, ნათქვამია, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო. ამიტომ მირჩევნია, ჩვენს ურთიერთობაზე არაფერი ვთქვა.

ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი, მე ვისაც შევხვედრივარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები უყურებენ ასეთ ადამიანს. მისგან ყოველდღე რაღაცას სწავლობ, სწავლობ ადამიანობას, როგორ უნდა მოექცე სხვას, როგორ უნდა აპატიო და როგორ უნდა დაუთმო… ყველაზე საოცარი ისაა, რომ არ არსებობს, კითხვა დავუსვა და მან სიღრმისეულად არ მიპასუხოს და არ ამიხსნას ყველაფერი“, – ამბობს მაია ჯაბუა.