“მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი კაცის რა მოგეწონაო?” – რას ამბობს ქალი, რომელიც სიყვარულის გამო ჩეხეთიდან რაჭაში გადმოსახლდა?

302

რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი ჩეხეთიდან, რომელიც სიყვარულმა რაჭაში გადმოიყვანა.

ნატა: – დე­და­ჩემ­მა, რუ­სუ­დან იმ­ნა­ძემ და მა­მა­ჩემ­მა ლა­დის­ლავ მე­სი­ა­რიკ­მა ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლი­სას გა­იც­ნეს. მა­მას დედა შე­უყ­ვარ­და, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში ჩა­მო­ა­კი­თხა და ხელი სთხო­ვა. არა­და, მა­შინ იშ­ვი­ა­თი იყო ქარ­თვე­ლი ქა­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ, თუნ­დაც საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში გა­თხო­ვე­ბა, მაგ­რამ სამი თვის შემ­დეგ დე­დამ მა­ინც მო­ი­პო­ვა ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა. მამა იხ­სე­ნებ­და, არ იყო ად­ვი­ლი ჩვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბა, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა გა­დაგ­ვა­ლახ­ვი­ნაო.

დედა ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ამ­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი ენა ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩვენ­თვის, წლე­ბის შემ­დეგ კი აქა­უ­რო­ბა ჩემს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ იქცა. სა­ნამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­იშ­ლე­ბო­და, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დით თბი­ლის­ში, მძი­მე 90-ია­ნე­ბის შემ­დეგ კი მხო­ლოდ 15 წლი­სამ მო­ვა­ხერ­ხე ჩა­მოს­ვლა. მას შემ­დეგ ორ-სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ო­დი, მე­გობ­რე­ბიც გა­ვი­ჩი­ნე და ჩემი ქარ­თუ­ლიც ნელ-ნელა და­იხ­ვე­წა.

2013 წელს გა­ვი­ცა­ნი გეგი… უკვე დიდი გოგო ვი­ყა­ვი და ამი­ტომ ვი­ქი­რა­ვე ბინა, მა­ნამ­დე აქ ბე­ბი­ას­თან ჩა­მოვ­დი­ო­დი. ახლა კი ბე­ბი­ას და დე­ი­დას და­ვუ­მა­ლე და ვუ­თხა­რი, რომ მე­გო­ბარ­თან ვი­ცხოვ­რებ­დი. სწო­რედ ამ ბი­ნა­ში მო­ვინ­დო­მე ინ­ტერ­ნე­ტის და­მონ­ტა­ჟე­ბა, გა­მო­ვი­ძა­ხე სპე­ცი­ა­ლის­ტი და მო­ვი­და გეგი. მა­შინ­ვე მო­მე­წო­ნა. გეგი ამ­ბობს, მეცო… ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით, მერე კი ვირ­ტუ­ა­ლუ­რად გა­ვაგ­რძე­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ზა­ფხულ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ჯერ ზღვა­ზე გა­ვემ­გზავ­რეთ, მერე ნი­კორ­წმინ­და­ში ჩა­ვე­დით. გე­გის, რო­გორც ყვე­ლა რაჭ­ველს, ძა­ლი­ან უყ­ვარს რაჭა. მეც დიდი მონ­დო­მე­ბით მა­წო­ნებ­და, მაგ­რამ განა შე­იძ­ლე­ბო­და აქა­უ­რო­ბა არ მომ­წო­ნე­ბო­და?! რა­ჭა­ში ლა­მა­ზი დღე­ე­ბი გა­ვა­ტა­რეთ და და­ო­ჯა­ხე­ბაც გა­დავ­წყვი­ტეთ. ერთი თვე დამ­ჭირ­და, რომ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ყვე­ლა წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მე და­მემ­თავ­რე­ბი­ნა. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო…

– რაჭ­ვე­ლი კა­ცე­ბი კარ­გი მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი არი­ა­ნო. ეთან­ხმე­ბით?

– ვე­თან­ხმე­ბი!.. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ გა­თხოვ­დი ქარ­თველ­ზე, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის რა მო­გე­წო­ნაო? მომ­წონს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­სა და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა, ღა­მის 12 სა­ათ­ზე მი­ლოც­ვა, ხში­რი მის­ვლა-მოს­ვლა. მომ­წონს, ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა და უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი იკ­რი­ბე­ბა სამ­შო­ბი­ა­როს ეზო­ში… ასე­თი რამ ჩვენ­თან არ ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად უხა­რი­ათ.

წყარო: newsline.ge