“არ მყოლია მდიდარი მშობლები, იმ პერიოდში გავიზარდე, ნამცხვრებით რომ ხდებოდა კონკურსებზე ჩაწყობა”

202

აშშ-ში მყოფი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს, საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს მორიგ ვიდეო მიმართვას, რომელშიც პირველ რიგში, მის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამასთან, საუბრობს იმაზე, რატომ ჰქონდა ამერიკაში ჩასვლის შემდეგ შემოქმედებითი პაუზა და რამხელა მხარდაჭერას იღებდა ოჯახის წევრებისგან.

„კარიერაში პაუზა ძალიან დიდი ხანი მქონდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე, სიმღერისთვის თავი დამენებებინა.. ხელი ჩავიქნიე, იმედი დავკარგე და გადავწყვიტე ბანკირი ვყოფილიყავი, ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს სცენის, სიმღერისგან შორს.. სამი წლიდან ვმღერი და მას შემდეგ ნინი შერმადინი სცენასთან ასოცირდებოდა. პირველ კონკურსში მონაწილეობა 9 წლის ასაკში მივიღე..

რატომ გიყვებით ამ ისტორიას? მინდა იცოდეთ, რატომ და როგორ მოვედი აქამდე..

მე არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ წარჩინებული ოჯახის შვილი. არ მყოლია მდიდარი მშობლები.. დედაჩემი სტომატოლოგი იყო, მეხუთე იზოლატორში მუშაობდა. ფაქტობრივად, დედაჩემი სულ გასული იყო და 5-5 ლარით ფულს ინახავდა, აგროვებდა, რომ სიმღერაზე მევლო, თუმცა ჩემი სიმღერის მასწავლებელი, ისე გაზმარდა, არც ერთი ლარი არ აუღია.. დედა აგროვებდა ფულს იმისთვის, რომ კონკურსზე გავსულიყავი ან ფორმა ეყიდა ან სიმღერა ჩაეწერა.. მოკლედ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ძალიან სჯეროდა ჩემი დიდი წარმატების, ვეცდები არ ვიტირო, იყო დედაჩემი.. გუშინ ჰქონდა დაბადების დღე..

თმის თრევით მიმიყვანა ნუცას სკოლაში.. არ ვაჭარბებ, რადგან იმ პერიოდში გავიზარდე, ინდაურებით, ქათმებით და ნამცხვრებით რომ ხდებოდა კონკურსებზე ჩაწყობა და ძალიან ბევრჯერ ჩემზე წინ ის ბავშვები დამდგარან, რომელთა მშობლები რაღაცას წარმოადგენდნენ. ყოველ ჯერზე დედა მაძლევდა დიდ სტიმულს, რომ ჩემი ოცნებებისთვის ხელი არ გამეშვა.. მოკლედ, არ არსებობს კონკურსი და ქვეყანა, სადაც არ მიმიღია მონაწილეობა.. დაახლოებით, 2015 წელს დავიწყე სიმღერების წერა.. ამ ქვეყანამ იმხელა მოთმინების უნარი მაჩუქა და გამოცდილება მომცა, რომ არ შეიძლება უმადური ვიყო..

ძალიან ბევრჯერ წავიქეცი, მაგრამ უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გამხადა, მერე დაიწყო კოვიდი, ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი, სამი წლის მერე ვცდილობ ვისაუბრო ისე, რომ არ ვიტირო.. თითქმის ყველაფერი გაჩერდა, ხალისი დაკარგა, ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე დიდი მოტივატორები აღარ არსებობდნენ და უბრალოდ გადავწყვიტე ცხოვრება გამეგრძელებინა, სადამ შევძლებდი, ბოლოს ჩემმა შვილმა, მარიამმა მითხრა, რომ შენი ადგილი არის სცენაზე. მოკლედ, ჩემი შვილი გახდა მთავარი მოტივატორი და ამას ყოველ დღე აკეთებდა. ძალიან ბევრი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი დამჭირდა..“