“მადლობა გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების გუნდს“

52

სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებელი ინგა შავაძე პოსტს აქვეყნებს, ის მეხანძრე-მაშველებსა და მედპერსონალს მადლობას უხდის.

“მადლობა იმდენად უმნიშვნელოა დღევანდელი გადარჩენილი სიცოცხლისთვის…მადლობას ვუხდი პირველ რიგში ხულოს სახანძრო სამაშველოს უფროსს ბატონ ლევან დეკანაძეს და მის გმირ ბიჭებს..თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება..მადლობა და უდიდესი მადლიერება ექიმებს შორენა ბოლქვაძეს და ირაკლი სურმანიძეს..თქვენ ჩვენი იმედი ხართ ..დროულად გამოწვდილი ხელისთვის ჩვენი ოჯახის მადლიერება …თქვენი დახმარებით მრავალსულიან ოჯახს აჩუქეთ სიცოცხლის გაგრძელება..მადლობა გმირ მაშველებს, სამაგალითო ექიმებს და მედპერსონალის გუნდს..ეხლა კარგადაა მეგობრებო”, – წერს ინგა შავაძე.