ახალი ფოტოები ქორწილიდან – ხვიჩა კვარაცხელიამ ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა

ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა.

30 წუთის წინ გამოქვეყნებულ ფოტოებს 100 ათასამდე მოწონება აქვს.

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია. საზოგადოებას, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრების დეტალებიც აინტერესებს.

16 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელიამ ცხოვრება მის რჩეულს, ნიცა თავაძეს დაუკავშირა. წყვილმა ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი, შემდეგ კი მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს რესტორან ფუნიკულიორში.

ასევე იხილეთ