„არიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი წონა არ აწუხებს და ბედნიერად თანაცხოვრობენ მასთან, მაგრამ…”

245

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა, როგორ აკონტროლებდა წლების განმავლობაში წონას.

არიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი წონა არ აწუხებს და ძალიან ბედნიერად თანაცხოვრობენ საკუთარ წონასთან, მაგრამ როცა გაწუხებს, ამ შემთხვევაში იღებ გადაწყვეტილებას.

ზედმეტი წონა გაწუხებს, რადგან ენერგია აღარ გაქვს, როგორც ადრე და ყველაფერი გეზარება, აღარაფერს ვამბობ ვიზუალურ ეფექტზე. როცა წლების წინ სხვა ადამიანს იცნობდი და სხვა ადამიანი გიყურებს სარკიდან.  ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ ღრმა ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა. სულ მსუქანი ვიყავი და მთელი ცხოვრება ვებრძოდი წონას.

დაახლოებით 12-13 წელი „წონა მეჭირა“ ლაშა უჩავას წყალობით. ბევრი წლები ვაკონტროლებდი. მერე სადღაც გამექცა. ალბათ ეს ასაკის ბრალიც იყო“. – ამბობს ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ ეთერში.