“შემდეგ ჯერზე, როცა ოქროს ბურთის (ან სხვა) ღონისძიების წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად იქნება, ფოტოს გადაღებისას გეიღიმონ ორივემ”
მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
“ხვიჩას მე პასის გაკეთებას და გოლის გატანას ვერ ვასწავლი.
ერთი რაც შემიძლია ვუთხრა – შემდეგ ჯერზე, როცა ოქროს ბურთის (ან სხვა) ღონისძიების წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად იქნება, ფოტოს გადაღებისას გეიღიმონ ორივემ. მესმის, რომ მართლა წარმოუდგენელი ეიფორიაა, ასეთ ადგილას ყოფნა. მაგრამ სწორედ ეგ ეიფორიაა სუპერვარსკვლავის ცხოვრების თანმდევი.
გაუღიმეთ კამერას, ხვიჩა”, – წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჯილდოზე – „ოქროს ბურთზე“ ნომინირებული პირველი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, მე-17 ადგილზე გავიდა.