“უბედნიერესი ვარ, რომ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში”

271

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

ამჯერად ოთო ფოლადაშვილი იუბილარია. მოცეკვავე სოციალურ ქსელში ბევრ მილოცვას იღებს. დაბადების დღეს ოთოს ჯულიანაც ულოცავს:

დღეს ჩემი უძვირფასესი ადამიანის დაბადების დღეა. გილოცავ შენს დღეს. მინდა გისურვო ბევრი დაუვიწყარი და ფერადი დღე, წარმატება და იღბალი ყოველ ახალ დაწყებულ საქმეში. უბედნიერესი ვარ, რომ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში. მუდამ იყავი ბედნიერი შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად” – წერს ჯულიანა.