“ყველამ რომ უნდა ნახოს ისეთი კადრებია” – თათა გიორგობიანი საქმროსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

187

ცოტა ხნის წინ მომღერალ თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს.

მისი რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა.

მოგვიანებით მან კონსტანტინე მოსიძის გაცნობის შესახებაც ისაუბრა და პირველი შეხვედრა გაიხსენა: “ისე მოხერხებულად და ეშმაკურად შეძლო ჩემთან დაკავშირება. უცხო ნომრებს ზოგადად არ ვპასუხობ, არავის ვეცნობი. ბაბისგან გაიგო ჩემი ნომერი, ბაბის უთხრა, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენს საქმე აქვს და გასაუბრება უნდაო. მეც დავთანხმდი, შევხვდით ერთმანეთს იმ მიზეზით, თითქოს რაღაცაში უნდა დავხმარებოდი პიარის კუთხით. საუბარში მივხვდი, რომ ის მაშინ იქ საქმეზე სალაპარაკოდ საერთოდ არ იყო მოსული. მე ძალიან მომწონს განათლებული ადამიანები და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თავისი მანერებით, სიტყვა-პასუხით ძალიან მომეწონა და დავფიქრდი. მოახერხა იმდენიც, რომ მიწერ-მოწერაც გაგრძელდა. შემდეგ თითქოს საქმე ჰქონდა და ისეთი საჩუქარი მაჩუქა, რაც მიმანიშნებდა, რომ ჩემს სოციალურ ქსელებს ათვალიერებდა. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ეს ადამიანი საფუძვლიანად ფიქრობდა ჩემზე. ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, კარგად აღზრდილი და სამართლიანი ადამიანი იყო და მეც მოვიხიბლე… ყველას ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას” – ამბობს თათა გიორგობიანი.