„არც ანაფორის გარეშე სიარულია დანაშაული… დანაშაული ანაფორაში ჩამალვაა!..“

199

მამა პეტრე კოლხი ლონდონში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს.

გავრცელებულ კადრებში მას ანაფორა არ აცვია, ამ ფაქტს კი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა – ხალხის ნაწილი მამაოს მიმართ დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად განეწყო.

„არც ანაფორის გარეშე სიარულია დანაშაული… დანაშაული ანაფორაში ჩამალვაა!..“ – ასე პასუხობს პეტრე კოლხი კრიტიკულ კომენტარებს.

მისი თქმით უარყოფითი დამოკიდებულებით ადამიანები თავის თავს ავლენენ.

„ყველა თავის თავს ავლენს, თორემ მე მხოლოდ მოტივაცია და პრინციპი მემატება..
ყველამ რომ თავის ცხოვრებას მიხედოს, სხვისი ცხოვრების დალაგებისთვის არავის ეცლებოდა!..“– წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.