“პოლიტიკოსი ზელენსკი საქართველოს მეგობარია და უკრაინა, მეგობარი იყო სულ”

151

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

უცნობს ვუყურე, კაბუ ყავდა სტუმრად. როცა პროდიუსერმა დამირეკა თემა არ უთქვამს. უბრალოდ სტუმრობა შემომთავაზა. ამას რატომ ვამბობ, ვიტყოდი იგივეს, რასაც აქ დავწერ:)

ზელენკსის 2008 წლის სკეჩი გაუხსენეს მაშინ, როცა მისი ქვეყანა იბომბებოდა, ქალებს აუპატიუტებდნენ, ბავშვებს კლავდნენ.

არასწორი დრო იყო წყენების გასახსენებლად. ძალიან არასწორი.

თუ ზელენკის დავუწუნეთ დროის შეგრძნება, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, მასზე პოლიტიკური თავდასხმაც დასაწუნია.

ეს იყო სკეჩი. ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი, მაგრამ სკეჩი. ეგ იგივეა, მსახიობს შესრულებული როლისთვის პასუხი მოსთხოვო.

პოლიტიკოსი ზელენსკი საქართველოს მეგობარია და უკრაინა, მეგობარი იყო სულ.

რაც შეეხება კაბუს, კაბუ ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ასეთად დარჩება. ვფიქრობდეთ განსხვავებულად, ხელს არ გვიშლის ერთმანეთს პატივს გცემდეთ. P.s. ჩემი გადაცემა თუ არ გაქვთ ნანახი, სადაც კაბუსთან მეგობრობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული , კომენტარი არ დაწეროთ:))”