“ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა რომ ვიცხოვრო… ვერ ვხვდები რა არის ცუდი იმაში რომ გინდა განსხვავებული იყო?!”

საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილი მომღერლის, თიკა ჯამბურიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა, თუმცა თიკამ ყურადღება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიიპყრო, როდესაც მომღერლის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა, რაზედაც თავადაც ღიად საუბრობს ხოლმე.

მათ შორის, თიკამ არაერთხელ ისაუბრა წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე. „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კი ისიც აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახლა „გამოფხიზლების, მიზნების ასრულების“ და „ისეთი რაღაცების გაკეთების“ პერიოდია, რაც ძალიან დიდი ხანია უნდოდა.

„ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა რომ ვიცხოვრო.. თუ შენ არავის ავნებს, არავის ცუდს არ უკეთებ, შენი თავისთვის აკეთებ რაღაცას – სვამ, იცინი, ყვირი ან ცეკვავ, ან თუნდაც ძალიან რომ ამახვილებენ ყურადღებას ჩაცმულობაზე და პირსინგებზე, იმას ასე მოსწონს, ასე გამოხატავს საკუთარ თავს..

ვერ ვხვდები, რა არის ცუდი იმაში, რომ გინდა განსხვავებული იყო?!

ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილი კარგი ადამიანი იყოს და ბედნიერი. შვილი იმიტომ კი არ გავაჩინე, რომ ჩემი საკუთრებაა, მე მას მივეცი სიცოცხლე და ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ცოცხალი არსებაა, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს და უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა“

ასევე იხილეთ