მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის და დავით კოდუას წყვილის შესახებ საზოგადოებაში არაერთი ჭორი გავრცელდა. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ბიზნესმენი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა. მაშინ, ფოტო მოდელს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, დუმილი გადაცემაში „ვიზიტორი“ დაარღვია.
“ასაკობრივი სხვაობის გამოც ხდება ხოლმე ზოგჯერ კრიტიკა, რატომ ჰგონიათ, რომ 50 წლის მამაკაცები ბებრები არიან. ეს იმიტომ, რომ ვინც ამას წერს, ის 30 წლის ბიჭი თავად არის უვარგისი და სექსუალური ენერგეტიკა გამოცლილი…
ერთად ვართ, ბედნიერები. იმ დღეს, ჩვენი ცეკვა დავდეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. მარტო ჩემს გვერდზე 700 000 ნახვა აქვს. დავწერე, ხალხო, ფაქტების უფრო გჯერათ, თუ ჭორების? ხალხს ურჩევნია, რომ ცუდი დაიჯეროს,“ – ამბობს პაიჭაძე.