ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ საკუთარ სტატუსს იზიარებს და წერს:
შავ პარასკევს არაა გადაღებული, მანამდეა, მაგრამ კიდევ ერთხელ გიზიარებთ, რომ გიახსენოთ, რას ნიშნავს ფასდაკლება ქართულად.
ფასდაკლება ქართულად!
აქამდე არასდროს მომსვლია აზრად ფასდაკლების სტიკერი ამეძრო და მენახა ადრე რა ფასი ჰქონდა ტანსაცმელს. დღეს პეკინზე “ვაიკიკში” შევბოდიალდი, ბავშვისთვის სასკოლოდ ჟაკეტი უნდა მეყიდა, ჩემთვის სვიტრი მომეწონა და გასახდელში გასასინჯად რომ შევედი, მეთქი, აბა, ვნახავ, ადრე რეალურად რა ფასი ჰქონდა და სტიკერი ავაძრე.
რაც დამხვდა გაგაოცებთ“ – წერს მერაბ მეტრეველი.