“ვიდეოები მაჩვენებს ვინც იყავით მოსულები საავადმყოფოში, როდესაც აპარატზე ვიყავი გადაყვანილი…“

419

19 ნოემბერს გამთენიისას, თბილისში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაზარალებული მუსიკოსი კოსტა სანიკიძეა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში  საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც მისი ამბავი გულთან მიიტანა, მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცადა და გულთან მიიტანა ჩემი ამბავი. ვერ გპასუხობთ ჯერჯერობით, მაგრამ გიპასუხებთ აუცილებლად. 

ვიდეოები მაჩვენებს ვინც იყავით მოსულები საავადმყოფოში, როდესაც აპარატზე ვიყავი გადაყვანილი და ვნახე თქვენი ემოციები. სიტყვები არ მყოფნის, მიყვარხართ და კაპიტანი ხომალდზეა“, – წერს კოსტა სანიკიძე.