ეკა ჩხეიძე ბებიის, მსახიობ მედეა ჩახავას შესახებ „შუადღის“ ეთერში საუბრობს:
„დღეს იმდენი საშუალებაა, რაც არ მოგწონს, ერთ კვირაში სხვანაირი იქნები. მაშინ უფრო ბუნებრიობა იყო… მისგან ვიცი, რომ შინაგანი სილამაზეა მთავარი. როცა განწყობა გაქვს, როცა კარგ ხასიათზე ხარ, ყველაფერი უფრო გიხდება. თუ სტრესში ხარ და ცუდი პერიოდი გაქვს, რაც უნდა ჩაიცვა, თვალი ჩაქრება და მორჩა, არაფერი გიხდება…
არ ამბობდა, როგორ უვლიდა თავს… სულ ვეხვეწებოდი, რაღაც საიდუმლო გაქვს, მითხარი-მეთქი… ბავშვის კრემს ე და ა ვიტამინს ვამატებ და ამას ვისვამ…
სულ უნდოდა, კარგ ხასიათზე ყოფილიყო. თმა თუ ჰქონდა შესაღები და მოუწესრიგებელი, ბრჭვიალა ჩალმას წაიკრავდა და უკვე ლამაზი იყო… ყოველთვის უნდოდა, ფორმაში ყოფილიყო…“