“ვერ ვცნობ მეორე ქალბატონს ამ ტერმინატორის საშინელ სათვალეში“

252

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში კომპანია სარაჯიშვილის რეკლამის შესახებ წერს, რომელშიც კირა ანდრონიკაშვილი და მანანა მენაბდე მონაწილეობს.

რა სირცხვილია.

Linkdinზე შემხვდა ეს პოსტი და შემრცხვა, აქ მოვძებნე.

ხომ

შეიძლება, გლობალურ სივრცეში მაინც პატივი ვცეთ წარჩინებულ, გამორჩეულ ქართველებს და სადაც ამხელა ტექსტში ძაღლი კატა პეტრე პავლე ყველა ჩამოთვლილია, ხომ

შეიძლება კირა ანდრონიკაშვილის სახელი გვარი პროფესია რეგალია ახსენო, მისი ლამაზი ადგილი ქართულ

საზოგადოებაში და მეორე ადგილი და ეს ბალენსიაგა არ ჩამოაკონწიალო, თუ კონტრაქტი არ გაქვს? ვერ ვცნობ მეორე ქალბატონს ამ ტერმინატორის საშინელ სათვალეში 🙄🤦‍♀️

ვინ გასწავლით ან გაყიდვებს, ან მარკეტინგს, ან PRს? 

კარგით, რა! 

ელემემტარულია!!  

ჯერ კირას ფოტოები ათრიეთ გადაღეჭ გადმოღეჭეთ არ შეგრცხვათ- ულამაზესი ქალია, 200 წლის შემდეგაც ლამაზი იქნება, ყველანაირად, ახლა ეს იდიოტობა პოსტი მთავარი გმირების სახელის მითითების გარეშე- 

სარაჯიშვილი, არ ვიცოდე მაინც, დავიჯერო- პიარის შერჩევა გიჭირთ და მარტივი პოსტის სწორად შედგენა რთულია? 

მაშინ რა მნიშვნელობა .

ამ რეკლამას, თუ მისი მთავარი გმირი არ სახელდება? 

პატივი ეცით ქალბატონებს.

ჩემი უღრმესი პატივისცემა ნამდვილ ქართველ ლედის.

ტექსტი კიდევ თავის მოჭრა. ფემინიზმის ოქროს ხანაა გარეთ, ასაკს რატომ განიხილავთ, რა რეგრესია. მაგრამ

ეს სახელის გამოტოვების ფონზე არც არიდ გასაკვირი.

რა დამცირებაა, ხელოვანის და მისი ღირსების.

გაასწორეთ შეცდომები, გარეთ 21-ე საუკუნეა – წერს იუნა შაფათავა.