„მძიმე დეპრესია მქონდა, ყველაზე რთულ პერიოდში მედგა ირმა გვერდით, ყველა კლინიკა მომატარა და ფეხზე დამაყენა“
„მძიმე დეპრესია მქონდა, ყველაზე რთულ პერიოდში მედგა ირმა გვერდით.. ყველა კლინიკა მომატარა და ფეხზე დამაყენა“ – ამის შესახებ გადაცემა „დღის პოსტში“ მაკა შალიკაშვილმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მისი ცხოვრების რთულ პერიოდში, მომღერალი ირმა სოხაძე მის გვერდით იდგა.
„ირმამ მომცა თავდაჯერება, რომ მემღერა..
იყო პერიოდი, როცა ძალიან ცუდად ვიყავი, შემთხვევით ირმა მხვდება კლინიკასთან, დამინახა, როცა მჭირდებოდა დახმარება, წამიყვანა მოვიარეთ კლინიკა, რომელიც სავსე იყო მისი მეგობრებით და კაბინეტიდან კაბინეტში დავყავდი, არასდროს არ დამავიწყდება ეს,“- ამბობს „პოსტ-ტვ“-ის გადაცემა „დღის პოსტში“ – მაკა შალიკაშვილი.