გიორგი გურგულია თავისი ცხოვრების გზაზე და სინანულის გრძნობაზე „დღის პოსტთან“ საუბრობს.
მსახიობი ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მეგობრობს ოთხ ყოფილ მეუღლესთან:
„სიყვარულის გამო სართულებზეც ავსულვარ, აივნებით, ყვავილებიც ამიტანია, მილიონი რამ გამიკეთებია გოგოს გულისთვის. ავმძვრალვარ მეოთხე და მეხუთე სართულზე. წყლის მილითაც ავსულვარ, თუ აივანი არ იყო… სიყვარული გაკეთებინებს ყველაფერს და ყველაფერზე გაძრომიალებს, თუ გიყვარს. რაღაცით უმტკიცებ სიყვარულს ადამიანს, თუნდაც ხიფათით… მჯერა, რომ რამდენჯერმე შეიძლება მოვიდეს სიყვარული… პირველი სიყვარული ბავშვობაში უმანკოა, ის შეიძლება, ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ადამიანები ვეძებთ ჩვენს მეორე ნახევარს, რომ გავხდეთ მთლიანი, ეს ძალიან რთულია. თითქმის არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ოთხი ქორწინება მქონდა… ოთხი შვილი მყავს. ოთხი მეუღლე მყავდა… არის სირთულეები ქორწინებიდან სამი, ექვსი წლის მერე… ჩვენც ხომ ვიცვლებით და ის ადამიანებიც იცვლებიან… ერთი ცოლი ათი წელი მყავდა, მეორე ცოლიც. მესამე – შვილი. მეოთხე – ხუთი… ამდენი დროც აღარ მაქვს… ის ადამიანები, ვისთანაც ცხოვრების დიდი პერიოდი მაქვს გატარებული, მეგობრები არიან ჩემი… მთელი ცხოვრება ცდილობ, მათ თუ რამე დასჭირდებათ, ყველაფერი გააკეთო, რომ გვერდში დაუდგე…“