ნუკი კოშკელიშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

189

ნუკი კოშკელიშვილი მის ვიზუალთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას სოციალური ქსელში ვიდეომიმართვით პასუხობს.

„რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით. ძალიან ბევრმა დაწერა, რომ მახინჯი ვარ.

მეგობრებო, როდესაც ადამიანი არის მახინჯი, არ შეიძლება ასე თქმა, უზრდელობაა.. ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით, მაქვს დიდი ცხვირი, დაბადებიდან დაღრეცილი ტუჩი, თხელი თმა, ვცხოვრობ ჩვეულებრივ, არეულ ბინაში, ჩემმა შვილმა 4 წლის ასაკში დაიწყო საუბარი და ალბათ, როგორც დედაც არ ვვარგივარ, ცოტა ხნის წინ, მუცელიც მომეშალა და ალბათ, არაფრად ვვარგივარ.

თუ ამ კომენტარებმა ბედნიერება მოგანიჭათ, მე მიხარია, რომ ძალიან გაბედნიერდით იმ ფაქტით, რომ მე მახინჯი ვარ. წარმატებებს გისურვებთ“,-ამბობს ნუკი.