ფოტომოდელი, ნეკა დოროყაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს.
“მოღალატე ზოგადად ადამიანები არ მიყვარს, ქმარი, ოჯახის წევრი, საყვარელი მამაკაცი მით უმეტეს წარმოუდგენელია.
ვერ ვხვდები რატომ იჩერებთ ასეთ კაცებს, რა ჯანდაბად გინდათ, გამოუსადეგარი, სულელი კაცი, რომელიც მუდმივად აბინძურებს თქვენს კარმას. ერთი პანღური და გასვი გარეთ დაახურე ქუდი, საიდანაც მოსულა და გაუშვი იქ.
გახდი ძლიერი, აიმაღლე თვითშეფასება და იპოვე შენი ადამიანი, იპოვე შენი ბედნიერება. გასაყოფი ნივთიც კი არ მიყვარს და გასაყოფი კაცი რად გინდა?. იპოვე ის ადამიანი, რომელიც კი არ გიღალატებს ან კი არ უღალატებ ერთად ისწავლით ბედნიერებას და არ შეგეშინდებათ ერთმანეთის შეცდომების აღიარების.
ღალატი ყველაზე დიდი ტყუილია ჩემთვის. ნახე ის ადამიანი სადაც არ იქნება ტყუილი, იქნება მხოლოდ სიმართლე და იქ სადაც სიმართლეა არ არის ღალატი. ”ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა”.
საზოგადოების დამოკიდებულებები კი ძალიან განსხვავდება ამ თემაზე, ზოგადად კი ძალიან რთული შეკითხვაა, გააჩნია შენთვის რა არის ღალატი და როგორ ურთიერთობაში ხართ. კარგად აწონ-დაწონე და მშვიდ გონებაზე მიიღე გადაწყვეტილება.
მოღალატე კაცები ხშირად კარგი მანიპულატორები არიან და ამიტომ გადაწყვიტე ისე ყველაფერი, როგორც შენთვის იქნება საუკეთესო.
მთავარია შენი თავი არ იგრძნო მსხვერპლად და არ გტკიოდეს ისე შეეცადე მიიღო ყველა გადაწყვეტილება“, – ამბობს დოროყაშვილი.