ნიცას და ხვიჩას სახალისო კადრები მილანიდან (ვიდეო)

266

გუშინ, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი მილანში იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის (Gran Galà del Calcio) წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და მორიგი აღიარებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, გვერდს მეუღლე, ნიცა თავაძე უმშვენებდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა გასულ სეზონში, ხვიჩას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი გოლი სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს და ქართველ ფეხბურთელს შესაბამისი პრიზიც გადასცეს.

მანამდე, სპორტულმა ჟურნალისტმა, საბა საპანაძემ წყვილის სახალისო კადრები გაავრცელა.