“მისთვის თენდებოდა ყოველი დღე… მაგრამ მეორე უკიდურესობა იყო – სიმღერას, ხატვას, დედას, მამას მომაშორა…”

326

როგორია შეყვარებული რატი დურგლიშვილი? – ამ კითხვაზე მომღერალმა ემოციური ამბავი მოყვა, რაც აქამდე არავისთვის გაუმხელია.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ცხოვრება სხვანაირად მიხაროდა. დედას გეფიცები, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება:- მოვტრიალდი, შევხედე და სრული სიბნელე დავინახე. ვერ აგიხსნი რა დამემართა. 2 წელი არ მძინებია. რომ ჩამივლიდა, პირდაპირი გაგებით გული მიმდიოდა, ვერ ვუახლოვდებოდი ადამიანს. არ ვიცი რანაირად შემიყვარდა ასე. მისთვის თენდებოდა ყოველი დღე. სარკესთან თმას მისთვის ვიკეთებდი. მეორე უკიდურესობა ის იყო, რომ სიმღერას, ხატვას, დედას, მამას მომაშორა და მერე როცა მივხვდი რომ დავიღალე, ჩემი თავი შემეცოდა.