“სამსახური არაერთხელ დამიტოვებია იმის გამო, რომ უფროსს ჩემ მიმართ გრძნობები გასჩენია…“

330

ტელესახე თამთა კვარაცხელია ჟურნალ „გზასთან”  საუბრისას იხსენებს, რა სირთულეებს აწყდებოდა სხვადასხვა კომპანიაში მუშაობისას.

„სამსახური არაერთხელ დამიტოვებია იმის გამო, რომ უფროსს ჩემ მიმართ გრძნობები გასჩენია, რაც დისკომფორტს მიქმნიდა. საკუთარი ღირებულებებისთვის არასოდეს მიღალატია. წარმატების მისაღწევად, მარტივი და მიუღებელი გზა არ ამირჩევია. ბევრ კომპანიაში, სადაც მიმუშავია, კარიერას ყველაზე დაბალი პოზიციიდან ვიწყებდი და საკმაოდ წარმატებული ვტოვებდი, როცა სამუშაო სფეროს ვიცვლიდი. კერძო სექტორი არასტაბილური იყო, შემცირებები ხშირად ხდებოდა, მაგრამ ჩემი შრომისმოყვარეობის გამო, შემცირებაში არასოდეს მოვყოლილვარ. როცა პანდემია დაიწყო, ბოლო ფინანსური კრიზისი მაშინ დამიდგა: ყველა ჩემი მიმდინარე პროექტი გაჩერდა, სამომავლო პროგნოზსაც ვერ ვაკეთებდი… დანაზოგით ბინა გავარემონტე, ცალკე საცხოვრებლად გადავედი და აღმოვაჩინე, რომ სამსახური არ მქონდა და არც ვიცოდი, რა დამეწყო, რადგან ყველაფერი დაიხურა. ვიფიქრე, პანდემიის პერიოდში ადამიანები ტელევიზორის ყურებას უფრო მეტად დაიწყებდნენ და ტელევიზიები არ დაიხურებოდა. ჩემთვის პერსპექტიული გახდა „თავშესაფარი” გარკვეული დროით. ამიტომ, 10 წლის შემდეგ, ტელევიზიაში დაბრუნება გადავწყვიტე. თავდაპირველად, სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, შემდეგ – ჟურნალისტად, მოგვიანებით ჩართვებზე დამაყენეს, მერე ბლოგი მომცეს, შემდეგ – რუბრიკა… ბოლოს, ყოველდღიური გადაცემის წამყვანი გავხდი. გამოცდილებაც დავაგროვე და შემოსავლებიც „დავასტაბილურე”.