“ ვამაყობ გიორგი კალანდიასთან მეგობრობით და კიდევ უფრო ვამაყობ მისი გაკეთებული საქმეებით”

146

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ეს ბიჭი სადღაც 25 წლის წინ გავიცანი. ჯერ იყო “აუდიენცია”, შემდეგ რადიო “იმედში” ერთად მუშაობის წლები. სულ მოუსვენარი, სულ ენერგიით სავსე… ისეთი ცეცხლით აგანთებს, ისეთი სიყვარულით დაგიხატავს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამბავს, რომელიც ქართული კულტურის პროპაგანდას ეხება, ძნელია არ გაიზიარო, არ ჩაუღმავდე, არ შეიყვარო ჩვენი ქართული საგანძური.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, ერთ დროს ჩამკვდარი, მივიწყებული სამუზეუმო სივრცე როგორ აქცია ხელოვნების სასახლედ, რამხელა შრომა ჩადო ისე, რომ არავისთვის დაუყვედრებია და არ მოუთხოვია ქება და დიდება.
ვამაყობ გიორგი კალანდიასთან მეგობრობით და კიდევ უფრო ვამაყობ მისი გაკეთებული საქმეებით.
ჩემო გიორგი, ბევრი სიახლე და კარგი ამბავი მინდა შენგან. სულ წინ და წინ! Jabraili Sasaxlidan”