“თუ 54 წლის ჯენიფერ ლოპესი მოგწონთ, მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე?“

1,207

ცოტა ხნის წინ მომღერალი ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით წარსდგა. სიმღერის „აღარ მინდა მე შენთან“,  მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია. ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა. 

ამჯერად ლელა ყურადღებას ახალი ფოტოებით იპყრობს. იგი ჟურნალ O.K.-ის გარეკანზე გამოჩნდა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

„54 წლის არის ჯენიფერ ლოპესი და ძალიან მოგვწონს. მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან მაქვს ძალიან კარგი გენეტიკა. არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში. ის რაც შიგნით აქვს ადამიანს, მერე გარეგნობაზე აისახება. მე გაძლევთ სტიმულს, რომ ამ ასაკშიც შეიძლება ქალი გამოიყურებოდეს კარგად. ბოლო კლიპს მოჰყვა აჟიოტაჟი. თუ არ გაქვს იმუნიტეტი, უნდა დაანებო თავი ამ პროფესიას. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაძლება. მე არ ვკითხულობ, რას წერენ, არ მაქვს დრო, ნეგატიური ინფორმაციით ვერ გავიფუჭებ განწყობას. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც სწორად გაიგეს ჩვენი ნაშრომი. სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ ამ კლიპის გადაღებისას. პროფესიონალებმა იმუშავეს, რომ კარგი შედეგი დაგვედო. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე დროს ვერ დავუთმობ იმას, ვინც ილანძღება…“ – ამბობს ლელა წურწუმია.