თამარ ჩერგოლეიშვილი საქმიან შეხვედრაზე ცალ-ცალი ფეხსაცმლით მივიდა. ეს თავად „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღიარა და სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.
ხალხო – ახლა ცალცალი ფეხსაცმლით ვყოფილვარ წარმოდგენილი.
ნუ, ერთი ბრენდია და ამერია – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილი საქმიან შეხვედრაზე სხვადასხვა ფერის წინდით გამოცხადდა.
„ფერებზე ობსესია მაქვს.
ტანსაცმელს თუ ვიცვლი, რაც არ ჩანს ისიც უნდა შევუხამო – წინდა, საცვალი …
გუშინ ოფიციალური ტანსაცმელი გავიხადე, casual-იზაცია გავაკეთე, დავხედე შავი წინდები მაცვია და არაფერ შუაშია, აქლემისფერი დავითრიე უჯრიდან, გამოვიცვალე… და სხვა არაფორმალურ შეხვედრაზე გავიქეცი.
ხოდა შინაგან ჰარმონიაში, ფერებში შეხამებულმა, შეხვედრაზე ჯდომისას აღმოვაჩინე რომ ცალ-ცალი წინდით ვარ – ერთი შავი გრძელი წინდა მაცვია და მეორე აქლემისფერი – მოკლე.
ამეწვა ჯიგარი!“ – წერდა პოლიტიკოსი.