“რასაც ვცოდავდი, იმ ცოდვებზე პასუხი იმქვეყნად უნდა მეგო, მაგრამ ისეთი დამემართა, აქ ვაგე… ჯოჯოხეთი აქ გავიარე“ (ვიდეო)

274

კომპოზიტორი დათო ევგენიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, იმ ეტაპებზე საუბრობს, რომლებსაც ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ გადის.

გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მან გაიხსენა, როგორ გაიცნო ასევე მუსიკოსი გიორგი მახარაშვილი, რომელიც მოგვიანებით მისი დონორი გახდა.