“იყო ახალგაზრდა დედა, სამედიცინოზე სწავლობდე და ყველაფერს ასწრებდე…“ ირაკლი მაქაცარია მეუღლეზე საუბრობს
საზოგადოების ერთ-ერთი რჩეული წყვილი, ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარიაა. ისინი სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ ვაჟის მშობლები. პატარა გიორგის შეძენამ მათი ცხოვრება იმდენად შეცვალა, რომ გრძნობებზე და ემოციებზე საუბარი უჭირთ. „დღის პოსტში“ სტუმრობისას, ტელეწამყვანმა უმშვენიერეს მეუღლეზე ისაუბრა:
„როგორი მამა ვარ, ჩემს თავზე ვერ ვისაუბრებ. ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვით აღწერო. სამყარო სხვა ფერებს და მნიშვნელობით იძენს ყველაფერს. რაც შეეხება ლიზას, იყო ახალგაზრდა დედა, სამედიცინოზე სწავლობდე და ყველაფერს ასწრებდე, ყველას მიმართ ყურადღებას იჩენდე, მე ვფიქრობ, იშვიათია. ლიზა არის თუ არის არაჩვეულებრივი მშობელი,“ – ამბობს ირაკლი მაქაცარია.