აშშ-ში მცხოვრები ქართველი გოგონა ნათია რეხვიაშვილი, რომელიც ტრაილერის მძღოლია, სოციალურ ქსელში თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ მორიგ ეპიზოდს გვიზიარებს. აღსანიშნავია, რომ ის თავის ყოველდღიურობას ვლოგების სახით აქვეყნებს.
მოგზაურობის დროს ნათია მარტო არ არის და მას თან ახლავს პატარა შინაური ცხოველი სახელად ტედი.
ნათია რეხვიაშვილის დილა შხაპით, ტედის მოწესრიგებით და საუზმით იწყება. შემდეგ კი ნათია ხანგრძილვ მოგზაურობას იწყებს. როგორც მორიგ ეპიზოდში ის აღნიშნავს, რომ ამ ზაფხულს ტრაილერით 48 შტატი მოიარა.
„მეგობრებო, დაიდო ჩემი შემდეგი ეპიზოდი. მართალია ამ ეპიზოდში ზაფხულია, მაგრამ გავიხსენოთ ჩემი ლურჯა და თბილი დღეები. ხოო მართლა, ჩემს ყროყინზე არავინ დამცინოთ თორემ მეწყინება“, – წერს ნათია სოციალურ ქსელში.