“ იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო, რომ ეს სიმღერა დაახლოებით 9 წლის წინ დავწერე”

264

მსახიობი თაკო აბაშიძე მიმართვას ავრცელებს.

”მეგობრებო, გუშინ ტვ1 ზე გასული ჩემი სიმღერის შემდეგ უამრავი ადამინი წერს სხვადასხვა სივრცეებში თითქოს თეონა ქუმსიაშვილი ასრულებდა ამ სიმღერას, ჩემთან პირად პოლემიკაში შემოვიდა ადამიანები, რომელმაც მითხრა ტყუილიაო, გელა დაიაურმა დაუწერა ეს ლექსი მეუღლესო. გელა დაიაური დამემოწმება, რომ მას ამ სიმღერასთან არანაირი შეხება არ ქონია – არც მუსიკასთან და არც ტექსტთან. ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო, რომ ეს სიმღერა დაახლოებით 9 წლის წინ დავწერე , მიეძღვნა თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას, უნდა ემღერა გელა დაიაურს, თუმცა არ მოხერხდა და ერთადერთი ვერსია რაც დევს იუთუბზე მას ვასრულებ მე! მუსიკაც და ტექსტიც გახლავთ ჩემი და საავტორო უფლებებიც დაცული მაქვს. გთხოვთ ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ეს შეურაცხმყოფელია!”