“შვილის გაჩენამდე საერთოდ არაფრის არ მეშინოდა, შემდეგ შიშები გამიჩნდა”

261

„შეყვარებული ვარ ვგიჟდები სოფოზე, სიყვარული არის ცხოვრების დიდი ნაწილი, რომელსაც ვერ გადმოვცემ,“ – მეუღლესა და ოჯახზე მსახიობმა ვანიკო თარხნიშვილმა გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა.

„სიყვარული სხეულის და სისხლის ნაწილია, ასევე მოხდა ჩემი და სოფოს შეერთებაც.

მთავარი სიყვარული რაც არის ჩემთვის, პირვანდელი კი არ არის, პირვანდელი არის ვნება, შემდეგ ამ ვნების წერტილიდან ურთიერთობა გადაიქცევა მრავალწერტილად.

ახლა უკვე ძალიან გაზრდილია ჩემი სიყვარული სოფოს მიმართ, ეს არის მთლიანობა დიდი ისტორიის.

ორივე ვთმობთ, რთული ადამიანი ვარ, ფეთქებადი, ყველა ეჭვიანი ვართ, თუმცა ეჭვსაც და შიშსაც დაძლევა უნდა. ზოგადად არ ვარ ეჭვიანი.

მამობამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ედინბურგში, ტელეფონით გავიგე, რომ დამიანე გაჩნდა. შვილის გაჩენამდე საერთოდ არაფრის არ მეშინოდა, შემდეგ შიშები გამიჩნდა,“ – ამბობს ვანიკო თარხნიშვილი.