“ დამოუკიდებლად, ყველას დახმარების გარეშე წავიდა აშშ-ში და საუკეთესო გამოსვლით დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“
ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ, თავისი ნიჭით არამხოლოდ ქართველი, არამედ ამერიკელი ხალხიც აალაპარაკა. The Voice-ის პროექტში ნინის არაჩვეულებრივი გამოსვლები ჰქონდა და ჟიურის წევრებისგან და არამარტო, დადებით შეფასებებს იმსახურებდა.
პროექტის ფინალში გასასვლელად სამწუხაროდ, ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ნინი „ვოისს“ გამოთიშა.
ნინი ბრეგვაძესთან დაკავშირებით, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც მელიტა ფურცელაძე აღნიშნავს, „ნინი ბრეგვაძე დამოუკიდებლად, ყველას და ყველაფრის დახმარების გარეშე წავიდა აშშ-ში, მოუსმინეს და თავისი მოკრძალებული და საუკეთესო გამოსვლით დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია“.
„მიუხედავად იმისა,რომ არანაირი მუსიკის და სიმღერის გაგონება არ მინდა და კომენტარზე ზედმეტია საუბარი, ვერ შევძელი, გვერდი ვერ ავუარე ამ არაჩვეულებრივი გოგოს არაჩვეულებრივ ნამღერს. ეს ბავშვი მარტო, ჩუმად, დამოუკიდებლად, ყველას და ყველაფრის დახმარების გარეშე წავიდა, მივიდა, მოუსმინეს და დღეს თავისი მოკრძალებული და საუკეთესო გამოსვლით დიდი აღფრთოვანება გამოიწვია როგორც მომღერალმა და როგორც პიროვნებამ. წარმატებას და უპირობო გამარჯვებას იმსახურებ კარგო გოგო 🎤“, – წერს მელიტა ფურცელაძე.