„სამარცხვინოა! ამდენი საინტერესო გადაცემის დახურვა, წინ კი არ მივდივართ, უკან..“

233

გადაცემების დახურვის შესახებ „პირველი არხის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოლო დღეებში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. მაუწყებელმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამა და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, თუმცა რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.
„პირველი არხის“ ეთერში დახურულ რამდენიმე გადაცემებს შორის არის მსახიობ ზურა ყიფშიძის ავტორობით „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“.

გადაცემების დახურვას მსახიობის შვილი, ლენუკა ყიფშიძე ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა!!!!

ამდენი საინტერესო გადაცემის დახურვა არა მარტო ჰოპლას

წინ კი არ მივდივართ, უკან უკან მივდივართ, ხელოვნება ვის რაში სჭირდება აბა რა“, – წერს ლენუკა ყიფშიძე.