“ნათესავებმა რომლებისთვისაც აქამდე ვიყავი # პირველი სანათესავოში გამრიყეს, რადგან ბიოლოგიური მშობლების ძიება დავიწყე“

414

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე 2023 წლის BBC-ის „100 ყველაზე გავლენიანი ქალის“ სიაში მოხვდა.

31 წლის იყო, როცა გაიგო, რომ ნაშვილებია. ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში ბავშვების გაყიდვის „შავი ბაზრის“ შესახებ შეიტყო, დააარსა ჯგუფი „ვეძებ“ და არაერთ ქალს მშობლების ძებნაში დაეხმარა.

თამუნა რადიო თავისუფლების გადაცემის „შვილის“ ანონსში თავის ცხოვრებასა და საქმიანობაზე საუბრობს.

გმირი ამბობს, რომ მაშინაც კი, თუკი თავის ნამდვილ დედას მიაგნებს, არასდროს იტყვის უარს დედაზე, რომელმაც გაზარდა და ადამიანების სიყვარული ასწავლა.

„დედებს ჩავუსახე იმედი, დედებს, რომლებსაც შვილები გარდაცვლილი ეგონათ..

შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ის მშობლები რომლებიც სამშობიაროდან წამოვიდნენ ხელცარიელები, არიან მოტყუების მსხვერპლები.

ის ნათესავები რომლებმაც იცოდნენ, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ საქმეში და რომლებისთვისაც აქამდე ვიყავი თათუნა, ნომერ პირველი სანათესავოში ამ ადამიანებმა მე გამრიყეს, რადგან მე ოჯახი შევარცხვინე, იმის გამო რომ დავიწყე ბიოლოგიური მშობლების ძიება,“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.